![2022/12/01/11h7aonjwkp80py.png](/uploads_script3/articles/2022/12/01/11h7aonjwkp80py.png)
30 ნოემბერს, დღე-ღამის განმავლობაში, რუსებმა ხერსონის ოლქის ტერიტორიის მიმართულებით 34 გასროლა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, რუსული დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.
ხერსონის OVA-ს თავმჯდომარის, იაროსლავ იანუშევიჩის თქმით, მტერი აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.
"ხერსონის რაიონი - ხერსონის საცხოვრებელი უბნები კვლავ მტრის ცეცხლის ქვეშ იყო, ჭურვების დარტყმის შედეგად განადგურდა კერძო და საცხოვრებელი კორპუსები. რუსებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს ზელენოვკას, ტოკარევკას, ანტონოვკას, ნოვოტიაგინკას და დარიევკას."- განაცხადა უინუშევიჩმა.